პროფესორმა ბენ ნევიმ ინგლისურ ენაზე ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში". ლექციას ჰუმანიტარული და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ. ბენ ნევი ავტორია წიგნისა „ტრუმენიდან ობამამდე" .
მოგვიანებით, ლექცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.