25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ "Google"-ის ციურიხის ოფისის თანამშრომლებს უმასპინძლა. Ambulance to Mongolia პროექტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ეწვივნენ. კავკასიის უნივერსიტეტში GDG-ის თბილისის წევრებთან ექსკლუზიური შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.
ფრედერიკ რუბერტიმ შეკრებილ საზოგადოებას მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი გააცნო. რიკო პაჯაროლამ კი Google-ის დეველოპერების მიერ შექმნილ პროექტებსა და კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.