ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 აპრილი 2024

8 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიკოლა მასლოვსკი და ნატო ჭუჭულაშვილი ესტუმრნენ.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბსიასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის დეტალებზე, კერძოდ, სტუდენტების გაცვლასა და ორმაგი ხარისხის პროგრამის განვითარებაზე, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში.