არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 მაისი 2023

10 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა არკანზასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კრისტოფერ კელის უმასპინძლა. 


ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორთან, ირმა გრძელიძესთან და სამართლის სკოლის დეკანთან, სოფიო შენგელიასთან, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

 
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს  აკადემიური თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, შედგა შეთანხმება, რომ კავაკსიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოხდება ახალი სალექციო კურსის შემუშავება, რომელსაც პროფესორი კელი უხელმძღვანელებს, აგრეთვე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა მიმართულებით მოკლევადიანი პროგრამებისა და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით. 

 

აღსანიშნავია, რომ არკანზასის უნივერსიტეტი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 150 წელზე მეტია სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო კურსებსა და ინტერკულტურულ გარემოს.