ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ ინსტიტუტში მოქმედი კურსის კონკურენტუნარიანობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ახალი წევრების გაცნობასა და წარდგენას ისახავდა მიზნად. ვორკშოპში მონაწილეობა მსოფლიოს 100–მდე უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო. კავკასიის უნივერსიტეტი პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ბიზნესის სკოლის დეკანმა ბორის ლეჟავამ წარმოადგინა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტში გასულ წელს გაწევრიანდა. წევრობის შედეგად უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში მსურველებს კონკურენტუნარიანობის კურსსაც შესთავაზებს. კურსი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ პორტერმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს, დღევანდელი მონაცემით მსოფლიოს 80–მდე უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით მუშაობს.
ვიზიტი ჰარვარდის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტში
11 იანვარი