კავკასიის უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

25 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითმა პროექტმა „ჯანმრთელობის დაზღვევის სტიმულები დაავადებათა პრევენციის მიმართ – შესაძლებლობები და ბარიერები“ მოიპოვა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი შერჩეულ იქნა კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული 44 გამარჯვებულ პროექტს შორის.

 

კვლევითი პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მაგდა ცნობილაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი — პროფესორი თენგიზ ვერულავა.

 

კვლევის მიზანია შეფასდეს, რამდენად არის კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ორიენტირებული დაავადებათა პრევენციის ხელშეწყობაზე, რა სტიმულები და ბარიერები არსებობს ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება აღნიშნული სტიმულების გაძლიერება ჯანდაცვის პოლიტიკისა და რეგულირების მექანიზმების მეშვეობით.

 

პროექტის შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში და წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ამასთან, პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის მომზადდება პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება პოლიტიკის ფორუმის ორგანიზება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და აკადემიური საზოგადოების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს კვლევის შედეგების პრაქტიკულ დანერგვა.