უსაფრთხოების ზამთრის სკოლა

27 დეკემბერი 2022

27 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, უსაფრთხოების ზამთრის სკოლის საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის შეფასებისა და გამოცდების სამმართველოს უფროსი, ქეთევან ასანიძე შეხვდა.

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს უსაფრთხოების სფეროსა და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრა უსაფრთხოების ზამთრის სკოლის პრეზენტაციით დასრულდა.

 

ზამთრის სკოლა დაინტერესებულ სტუდენტებს 17 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.