თენგიზ ვერულავას და ნიტა ვერულავას ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

23 ოქტომბერი 2025

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Eurasian Journal of Family Medicine გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის შედეგები “Microplastic Exposure During Pregnancy: A Systematic Review of Risks to Maternal and Fetal Health”.

 

სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Eurasian Journal of Family Medicine“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში

 

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ნიტა ვერულავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი

 

რეზიუმე:

 

მიკროპლასტმასები, რომლებიც ფართოდ გავრცელებულია გარემოში, წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. კვლევის მიზანია ორსულობის პერიოდში მიკროპლასტმასების გავლენის შეფასება ნაყოფის განვითარებაზე.

 

კვლევამ აჩვენა, რომ მიკროპლასტმასები გადიან პლაცენტურ ბარიერს და იწვევენ ენდოკრინულ დარღვევებსა და ანთებით პროცესებს. შედეგად, მიკროპლასტმასები გავლენას ახდენენ დაბადების დაბალ წონაზე, ნაადრევ მშობიარობაზე და განვითარების ანომალიებზე.