კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ტექნოპარკებში ვორკშოპების სერიას აგრძელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას სკოლის მოსწავლეებში.
29 მარტს, ბათუმის ტექნოპარკში, გაიმართა ვორკშოპი მოსწავლეებისთვის სახელწოდებით, „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ სამეწარმეო თემატიკასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, და, ამავდროულად, განემტკიცებინათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ დავალებებში აქტიური მონაწილეობით.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ზოგად მასტერკლასს, მენტორინგის სესიას, სადაც მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა შემდეგ თემატიკებზე: რა არის მეწარმეობა, ვინ არის მეწარმე; სამეწარმეო აზროვნება და ანტრეპრენერის თვისებები; კრეატიულობის და ინოვაციის როლი მეწარმეობაში; რა არის სტარტაპი და რა ძირითადი განსხვავებაა სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის; რატომ იქმნება სტარტაპი, პრობლემა-გადაწყვეტა (Problem-solution Fit) და მათი ვალიდაცია; ბიზნეს მოდელ ქანვასი, სტარტაპ გუნდი და ეფექტური Pitch Deck.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.