6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „როგორ ირჩევენ ახალგაზრდები პროფესიას საქართველოში და როგორ გვეხმარება კვლევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“.
ვორკშოპი ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა - ფლორა (კესო) ესებუამ.
აბიტურიენტები გაეცნენ ვორკშოპით გათვალისწინებულ საკითხებს: როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში? ჩვენ როგორ ვირჩევთ პროფესიას? ამასთან, ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ ჯგუფურად სხვადასხვა დავალებაზე, იმსჯელეს ტრენერთან ერთად მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან საკითხებზე.
მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.