ვორკშოპი საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ

20 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა ვორკშოპს სახელწოდებით „ანტიკორუფციული რეფორმები საქართველოში“, რომლის მიზანი იყო საჯარო ადმინისტრაციის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების აღჭურვა ყოვლისმომცველი ცოდნით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

 

ღონისძიება 2024 წლის 14 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა და იგი პროექტის „საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში“ ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით. ღონისძიებას 23 მონაწილე დაესწრო.

 

ვორკშოფს უძღვებოდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი. მისმა სესიებმა წარმოაჩინა  ხედვა იმ მექანიზმებისა და სტრატეგიების შესახებ, რომლებიც საჭიროა საჯარო ადმინისტრირების, კარგი მმართველობისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად.

 

დღის წესრიგი მოიცავდა ორ ძირითად საკითხს:

 

  • სესია 1: ანტიკორუფციული პრაქტიკის შესავალი;
  • სესია 2: ზოგადი დისკუსია რეფორმების განხორციელების შესახებ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული „9 ნაბიჯის“ მოთხოვნების კონტექსტში

 

მონაწილეები ჩაერთნენ ცოცხალ კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც მოხდა არსებული რეალობისა და კრეატიული გადაწყვეტილებების განხილვა.

 

შეხვედრამ უზრუნველყო დამსწრეებს, მათ შორის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და საჯარო მმართველობის სფეროს პროფესიონალებს შორის ცოცხალი კომუნიკაცია.

 

აღნიშნული ვორკშოფი ხაზს უსვამს კავკასიის უნივერსიტეტის მზაობას უზრუნველყოს მომავალი თაობის საჯარო მმართველები საჭირო ცოდნითა და უნარებით, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ეფექტური მმართველობის რეფორმებს. როგორც გიორგი კლდიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი ლიდერების განათლება ანტიკორუფციული პრაქტიკების თაობაზე საქართველოში მდგრადი მმართველობის ქვაკუთხედია.