11 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბლოგი „მერანისა“ და „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ პრაქტიკული წერის ვორკშოპი.
სტუდენტებმა იმუშავეს რეალურ დავალებებზე, ისწავლეს სტრუქტურირებული სტატიების წერა, არგუმენტების გამყარება და რაც ყველაზე მთავარია - თავიანთი იდეები პრაქტიკაში გამოსცადეს.
დღის დასასრულს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ განსაკუთრებული პრიზები, მათი სტატიები კი გამოქვეყნდება „მერანის“ ბლოგზე.
