ვოქსენის უნივერსიტეტის, ინდოეთი საერთაშორისო ლექციების ციკლი

19 მაისი 2021

 

18 მაისს, ვოქსენის უნივერსიტეტმა, ინდოეთი (Woxsen University, India), კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის ჩაატარა ვებინარი თემაზე „Use of Technological Analysis and Derivative in Capital Market”. ვებინარს უძღვებოდა პროფესორი სეიდ ჰასან ჯაფარი (Syed Hasan Jafar).

 

სესიის მსვლელობისას, ბიზნესის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ, თუ როგორ მუშაობს კაპიტალის ბაზარი და რა ზემოქმედებას ახდენს ტექნიკური და დერივატული ანალიზი მასზე. ამასთან ერთად, პროფესორმა სეიდ ჰასან ჯაფარმა მოკლედ მიმოიხილა ფინანსური დერივატივების მოთხოვნადი სფერო. ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.