ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამა - WSET level 2-ის მონაწილეების სერტიფიცირება

7 აპრილი 2022

4 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლის  კავკასიის უნივერსიტეტის WSET Level 2-ის კურსის მონაწილეებს მიენიჭათ საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაცია - WSET level 2, მათ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გადასცა სერტიფიკატები

 

კურსს უძღვებოდა, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის WSET -ის კურსის სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი - გიორგი დარციმელია

 

WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა, რომელიც შექმნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე - პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.