Young Lions Georgia 2024-ის ოქროს და ბრინჯაოს მედალოსნებს შორის კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
კატეგორიაში „ფილმი“ ოქროს მედალი თავის თანაგუნდელთან ერთად მოიპოვა ანა თედიაშვილმა.
კატეგორიაში „მარკეტერი“ ბრინჯაოს მედალი თანაგუნდელთან ერთად მოიპოვა დათი იაშვილმა.
Young Lions Georgia 2024-ის ფარგლებში, 254 გუნდიდან, 6 კატეგორიისთვის 6 გუნდი შეირჩა, რომლებიც ივნისში საქართველოს სახელით კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფესტივალია.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.