კომპანია Fortinet-მა კავკასიის უნივერსიტეტს Fortinet აკადემიური სასწავლო პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, რომელიც კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
კომპანია Fortinet-მა კავკასიის უნივერსიტეტს Fortinet აკადემიური სასწავლო პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, რომელიც კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
გაცნობებთ, რომ სუბაიას უნივერსიტეტი, ინდონეზია (university of Surabaya, Indonesia) აცხადებს მიღებას “Digitalize Your Life” ონლაინ პროგრამაზე (23-27 იანვარი, 2023). პროგრამა განკუთვნილია ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და მოიცავს ვებინარის გაკვეთილებს, ონალაინ ტურებსა და ინდონეზიის კულტურის გაცნობით ღონისძიებებს.
1-ელ დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან, პროფესორ დავით თინიკაშვილთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
1 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ ჟურნალისტ ნიკო ნერგაძისა და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტის, ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართა.
გაცნობებთ, რომ გაჯაჰ მადას უნივერსიტეტის, ინდონეზია (Universitas Gadjah Mada, Indonesia) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) აცხადებს მიღებას 2 კვირიან საზაფხულო პროგრამაზე (Global Summer Week 2023). პროგრამა ჩატარდება იოგიაკარტაში, ინდონეზიაში 2023 წლის ივლისში.
გაცნობებთ, რომ იდრაკის ბიზნესის სკოლა, ლიონი ( IDRAC Business School, Lyon) აცხადებს მიღებას 2023 წლის საზაფხულო სკოლაში (Summer School 2023) მონაწილეობის მისაღებად.
2022 წლის 1 დეკემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება განათლების პოლიტიკის უმაღლესი განათლების დარგობრვი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა
30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: პოლისემია და ეკვივალენტობის პრობლემა თარგმანში. ლექციას წარუძღვა პროფესორი, ლექსიკოგრაფი - თინათინ მარგალიტაძე.
30 ნოემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის - „საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (გათავისუფლება)“ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის განხორციელდა ასოციაციის „ევროპის დროით“ მიერ, კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (IPS) უმასპინძლა ,,ბერგჰოფის ფონდის“ სამუშაო შეხვედრას - ,,დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის.“
გაცნობებთ რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University Of Ljubljana, Slovenja) ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლა (Global School in Empirical Research Methods, GSERM) აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან ონლაინ კურსებზე 2023 წლის 9 იანვრიდან- 20 იანვრის ჩათვლით.
28 ნოემბერს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
გაცნობებთ, რომ ცხადდება მიღება ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამებზე, PhD სტუდენტებისთვის, მკვლევარებისა და ლექტორებისთვის.
ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს Ernst Mach-ის გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria) სასწავლებლად.
28 ნოემბერს, გრანთ თორნთონ აკადემიის წარმომადგენელმა ნათია აქულაშვილმა - Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების მენეჯერი - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრა გამართა თემაზე - ,,კრიპტოვალუტის გავლენა ბიზნესზე''.
26 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჩემპიონატის - „კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისათვის“- მეორე ჰაკატონი გაიმართა. რომელში მონაწილეობასაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 2-4 კაციანი გუნდები იღებდნენ.
გაცნობებთ, ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ავსტრია (University of Applied Sciences Upper Austria) სამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი აცხადებს მიღებას სამედიცინო ინჟინერიის ზამთრის სკოლაში (Winter School in Medical Engineering) შემეცნებით კურსებზე მონაწილეობის მისაღებად.
25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.