CSB-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

29 სექტემბერი 2021

23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა CSB-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

 

მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:

ანი ნოზაძე: „მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მომავალი საქართველოში: პოსკოვიდური გამოწვევები და პერსპექტივები“

ომარ ქეშელაშვილი: „კრიზისის პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის გავლენა და პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად“

სულხან მიქელაძე: “ დიდი მონაცემები და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია საქართველოში: პანდემიის ეფექტი და გავლენა“

ნიკოლოზ ჩარკვიანი:“დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში: საინვესტიციო პოლიტიკის გამოწვევები და პერსპექტივები „

ელენე გოგოლაძე:“სახელმწიფო შესყიდვების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგალითზე“

თეკლა რობაქიძე:“ ლიზინგი, როგორც დაფინანსების საშუალება - სალიზინგო კომპანიები ქართულ ბაზარზე და მათი გამოწვევები“

დავით ხვარცკია:“ფულის გათეთრების საერთაშორისო პრობლემა და მასთან ბრძოლის თავისებურებები“

სოფიო მეტონიძე:“ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და ანალიზის მეთოდიკის სრულყოფის საკითხები“

მარიამ სიხარულიძე:“სოციალური კაპიტალი,როგორც უცხოური ინვესტიციების მოსაზიდი ინსტრუმენტი“

ნინო ნატრაძე:“ საქართველოს საბანკო სექტორში შესყიდვების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების ეფექტურობის ანალიზი“

ბექა ერისთავი:"მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ეკონომიკაზე გადაცემის არხების ეფექტურობა: საქართველოს ეკონომიკის 2010-2020 წლების მაგალითზე"

 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები :  ელენე ჯღარკავა,ნუგზარ სხირტლაძე, ნოდარ კილაძე, ვატო ბერიშვილი, თენგიზ თაქთაქიშვილი.მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.