კავკასიის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორის მაცაცო ტეფნაძის სტატია MDPI-ს საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალ „Land”- ში”

21 დეკემბერი 2022

MDPI-ის საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალ „Land-ში”(Impact Factor: 3.905 (2021); 5-Year Impact Factor: 4.048 (2021) გამოქვეყნდა კავკასიის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორის მაცაცო ტეფნაძის სტატია „An Experimental Study of the Social Dimension of Land Consolidation Using Trust Games and Public Goods Games“.

 

კვლევის კონცეპტუალურ ჩარჩოზე მუშაობა დაიწყო გერმანიაში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიწის მართვის კათედრასთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს სოციალური კაპიტალის ხარისხობრივი ინდიკატორების იდენტიფიცირებას და გაზომვას ექსპერიმენტული ეკონომიკის მეთოდების გამოყენებით.

 

სტატია ეყრდნობა კახეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ საველე ექსპერიმენტს, რომელიც განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ოქტომბერში. 

 

როგორც სიახლე, ეს არის პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია მიწების კონსოლიდაციის სოციალურ კონტექსტზე, რომელიც ეფუძნება საქართველოს შემთხვევას,  რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს მიწების კონსოლიდაციის პროექტებისთვის ანალიტიკური ჩარჩოს  ოპტიმიზაციას/დახვეწას.

 

სტატიის ელექტრონული მისამართია: https://www.mdpi.com/2073-445X/11/12/2322