პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ხორცილედება რენის ბიზნესის სკოლასთან (საფრანგეთი) თანამშრომლობით და მოიცავს 184 ECTS კრედიტს; სწავლების პირველი წელი - 60 ECTS კრედიტი, სწავლების მეორე წელი - 60 ECTS კრედიტი, ხოლო მესამე წელი - 64 ECTS კრედიტი. პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. 

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია 2+1 სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს პირველი ორი აკადემიური წლის კავაკსიის ბიზნესის სკოლაში სწავლას, ხოლო მესამე წელი კი რენის ბიზნესის სკოლაში სწავლას.

 

პროგრამაში უცხოენოვანი საგნების ნაწილი წარმოდგენილია პროფესიული ინგლისური ენისა და მეორე  უცხო ენის - ფრანგულის სახით.

 

სწავლების მესამე წელს, რენის ბიზნესის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, სტუდენტისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურება არანაკლებ 6,0 IELTS, 80 TOEFL ან მათი ეკვივალენტი. ამასთან რენის ბიზნესის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, სტუდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს პროგრამის სასწავლო გეგმის პირველი ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებული კომპონენტები და მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი კრედიტები.

 

ერთობლივი პროგრამის დასრულებისთვის, რენის ბიზნესის სკოლაში პროგრამის ნაწილის გავლა სტუდენტებისთვის არის სავალდებულო.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: პროგრამის სტრუქტურა

 

პროგრამის ბროშურა 

 

იხილეთ პროგრამა