მიღების წესები

პროგრამის პირველ ნაწილზე მიღების წინაპირობაა:

 

  • არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის/კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად, ასევე ზოგადი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს;
  • აპლიკანტი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისური ენის კომპონენტის ჩაბარებისგან თუ არსებობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL- 78; IELTS-6.0)
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 2 სექტემბერის ჩათვლით, 19:00, ოთახი A2;
  • CSB-ის მისაღები და საგრანტო ტესტირება: 4-5 სექტემბერი, 2026;
  • CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრება: 7-8 სექტემბერი, 2026.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება: 

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
MBA 12990 ლარი 6495 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.