პროგრამის მეორე ნაწილზე მიღების წინაპირობაა:
პროგრამის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულება ან სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი/ეკვივალენტური პირველი ნაწილის დასრულება
მნიშვნელოვანი: კავკასიის უნივერსიტრეტის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტი უფლებამოსილია გააგრძელოს სწავლა პროგრამის მეორე ნაწილზე, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წლის განმავლობაში.
- კავკასიის უნივერსიტეტის/კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ განსაზღვრული შიდა მიღების მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- თუ აპლიკანტს პროგრამის პირველი ნაწილი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს დასრულებული, საჭიროა ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა.
მნიშვნელოვანი: პირი რომელმაც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- 2 სარეკომენდაციო წერილი;
- CV/რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- პროგრამის პირველი ნაწილის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის);
- პირადობის ასლი;
- NAEC-ის ბარათი;
- 2 ფოტოსურათი + CD;
- შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ);
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
