მიღების წესი
კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის B ტიპის ტესტის წარმატებით ჩაბარება
- კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი); იხილეთ გამოცდის ნიმუში
- კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- 2 სარეკომენდაციო წერილი
- CV/რეზიუმე
- სამოტივაციო წერილი
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
- პირადობის ასლი
- NAEC-ის ბარათი
- 2 ფოტოსურათი + CD
- შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
თარიღები:
- საბუთების მიღება: აგვისტო, 2020
- CSB-ის მიმღები სამაგისტრო ტესტი: სექტემბერი, 2020
- CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრება: სექტემბერი, 2020
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ნებისმიერი ტიპის ტესტში (A,B,C) დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |