პროგრამის დასახელება: მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა
ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლების ენა: ინგლისური
მოცულობა: 60 ECTS კრედიტი და კვლევითი კომპონენტი
კავკასიის უნივერსიტეტს გააჩნია სადოქტორო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.
დღევანდელი გლობალური გარემოს მზარდი ზემოქმედების პირობებში, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო ამოცანას წარმოადგენს ორგანიზაციული პროცესების მაღალკვალიფიციურად წარმართვა თანამედროვე ორგანიზაციული მენეჯმენტის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს ამ შესაძლებლობების გამოვლენა-შექმნას, მათ შორის, ახალი კონცეპტუალური ხედვებისა თუ ინსტრუმენტების შემუშავების გზით. მენეჯმენტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე კომპანიების მხრიდან მზარდი მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც, უახლეს თეორიულ ცოდნასთან ერთად, აქვთ გლობალურ ორგანიზაციულ მენეჯმენტში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი, შეუძლიათ გამოწვევების დროულად და სწორად იდენტიფიცირება, პრობლემების კვლევა და მისი გადაწყვეტის ორიგინალური გზების მოძიება; ამასთან, გაცნობიერებული აქვთ მკვლევარის ეთიკური პასუხისმგებლობა და ინოვაციური/ორიგინალური სამეცნიერო კვლევების ეთიკური თუ სოციალური შედეგები.
მენეჯმენტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაში გამჭოლადაა ასახული კავკასიის უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები, აგრეთვე ბიზნესის სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანები. პროგრამაში გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნები, ადგილობრივი თუ უცხოური უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამების წარმატებული გამოცდილება, ასევე, თანამედროვე ორგანიზაციული მენეჯმენტის - როგორც კვლევის სფეროს -განვითარების ტენდენციები.
მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის მიზანია:
- კვალიფიციური მკვლევარის მომზადება აკადემიური და ბიზნეს კარიერისათვის, რომელიც შეძლებს;
- გამოიყენოს თანამედროვე ორგანიზაციული თეორიების ცოდნა და კვლევის მეთოდოლოგია ორგანიზაციული მენეჯმენტის, ორგანიზაციული ქცევის და/ან ორგანიზაციული ლიდერობის პრობლემების კვლევისა და გადაწყვეტისათვის; დამოუკიდებლად დაგეგმოს და ჩაატაროს ორიგინალური კვლევა რელევანტური მეთოდების გამოყენებითა და სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით;
- კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ჩამოაყალიბოს ორიგინალური დასკვნები და შეიმუშავოს თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები საკვლევი პრობლემის გადაწყვეტის ახალი შესაძლებლობების თაობაზე.
- ახალი ცოდნის შექმნასთან ერთად სადოქტორო პროგრამის მიზანია, დოქტორანტი დაეუფლოს სწავლების საუკეთესო მეთოდებსა და ცოდნის გადაცემის უნარ-ჩვევებს.
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს გააჩნდეს აკადემიური ეთიკის ნორმები და საერთაშორისო დონეზე მოახდინოს საკუთარი თავის ინტეგრირება აკადემიური საზოგადოების სხვადასხვა ასპარეზზე.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის დოქტორი.
პროგრამის ბროშურა