განათლების პოლიტიკის ინიცირების ფარგლებში განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შექმნა

7 აპრილი 2022

2022 წლის 28 მარტს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით (MES 2 22 0000318803) შეიქმნა განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო.

 

აღნიშნული საბჭოს შექმნის წინაპირობა გახლდათ კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის განათლების სკოლის მიერ მომზადებული და 2021 წლის 31 დეკემბერს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებული განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი 

 

განათლების პოლიტიკის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცება მიზნად ისახავს სწავლის სფეროების კლასიფიკატორში  განათლების პოლიტიკის  სწავლის სფეროს დამატებას, რის საფუძველზეც უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება შექმნან და განახორციელონ განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამები.