საჯარო ლექცია - „ჰუმანური პედაგოგიკის ფასეულობები“

24 მარტი 2022

23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის განათლების სკოლის ინიცირებით საჯარო ლექცია გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგიკის, ასევე სხვა უნივერსიტეტების ამავე პროგრამის სტუდენტების, კერძო და საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის, თემაზე - „ჰუმანური პედაგოგიკის ფასეულობები“.

 

ლექცია წაიკითხა, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა, პედაგოგმა, ფსიქოლოგმა და კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, შალვა ამონაშვილმა.

 

ლექცია ორ ეტაპად წარიმართა, პირველ ეტაპზე სპიკერმა ისაუბრა საქართველოს საგანმანათლებლო პროცესებზე, აღმზრდელობით საკითხებზე და იმ დეტალებზე, რომლებიც მომავალმა პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

 

მეორე ეტაპზე, შალვა ამონაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის მასტერკლასი ჩაატარა და პრაქტიკაში განახორციელა ის მიდგომები და თეორიები, რომელზეც დგას ჰუმანური პედაგოგიკა.

 

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.