საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპტენეციები

28 ივნისი 2022

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

 

 

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 29 ივნისიდან 29 ივლისის პერიოდში გეგმავს განახორციელოს პროექტი „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს.

 

საჯარო ლექციების თემატიკა სრულად ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს 2018 წლის 22 მაისის რეკომენდაციას (2018/C 189/01) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების შესახებ[1], სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების, მომზადებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის უფლება, რათა შეინარჩუნოს და შეიძინოს უნარები, რომლებიც საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობისა და შრომის ბაზარზე წარმატებული ტრანზიციების საშუალებას იძლევა (“სოციალური უფლებების ევროპული საყრდენი”)... ყველას აქვს უფლება, “მიიღოს დროული და მოთხოვნაზე დაფუძნებული დახმარება დასაქმების ან თვითდასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესების, მომზადებისა და გადამზადებისთვის, უწყვეტი განათლებისა და სამუშაოს მოძებნის ხელშეწყობისთვის.”

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის მიზანია, დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოება დააფიქროს ადრეული ასაკიდან მოზარდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობაზე, ხელი შეუწყოს სამიზნე კომპეტენციების თემაზე სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესში მათი რეალიზების ოპტიმალური გზების მოძიებას.

 

კავკასიის განათლების სკოლამ ანალოგიური პროექტი განახორციელა 2020 და 2021 წელს: „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“; „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი - 2021 (შესაბამისი ანგარიშები იხილეთ: https://www.cu.edu.ge/schoolss/ces/ces-news).

 

მონაწილეობა

საჯარო ლექციები განკუთვნილია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

პროექტში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ:

  • პედაგოგიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს;
  • პრაქტიკოს პედაგოგებს;
  • სკოლის დირექტორებს და დირექციის წარმომადგენლებს;
  • განათლების პოლიტიკით დაინტერესებულ პირებს.

 

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე

 

ფორმატი

საჯარო ლექციები წარიმართება ონლაინ ფორმატში, ზუმის პლათფორმის გამოყენებით, რომლის ბმულსაც მონაწილეობის მსურველები მიიღებენ რეგისტრაციის შემდეგ.

 

ლექციები წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმის საშუალება, ხოლო  ლექციის ხანგრძლივობა იქნება 90 წუთი. საჯარო ლექციის შესახებ დეტალური ინფორმაცია  ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე: https://www.facebook.com/CaucasusUniversity

 

 

 

საჯარო ლექციების წამყვანები, თემები და განრიგი

29.06.2022 - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები - არსი, მნიშვნელობა და გამოწვევები

ანასტასია ქიტიაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის უფროსი  ექსპერტი -  ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის (Skills4Jobs TA Project)“ .

ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერიტეტის აფილირებული   ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

01.07.2022 - წიგნიერების (კითხვისა და წერის) კომპეტენცია

პაატა პაპავა, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, წიგნიერების ექსპერტი, „თიმბოუთის“ დამფუძნებელი.

ირმა ჩარტია, სოციალური მეცნიერებათა დოქტორი, ქ. თბილისის # 29 საჯარო სკოლის დირექტორი (მ.შ.), ფილოლოგი, წამყვანი მასწავლებელი.

05.07.2022 - მულტილინგვურობის კომპეტენცია

კახა გაბუნია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მულტილინგვური განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

მანანა კაპეტივაძე, ქ. ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ს გამარჯვებული

08.07.2022 - მათემატიკის კომპეტენცია და კომპეტენცია საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებში, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში

დავით სონღულაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი.

მაია ზიბზიბაძე, კავკასიის უნივერიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ექსპერტ- კონსულტანტი.

12.07.2022 - ციფრული კომპეტენცია

ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი.

გიორგი ჯოლოგუა, კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

15.07.2022 - პერსონალური, სოციალური და სწავლის (learning to learn) კომპეტენცია

პავლე თვალიაშვილი, ორგანიზაცია სიქას დამფუძნებელი, საერთაშორისო პროექტების iEARN, ENO, Diamond Challenge წარმომადგენელი საქართველოში.

თეა ლობჟანიძე, ცხოვრების ფასეულობების საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორი საქართველოში. საქართველოს პარლამენტის ტრენინგ ცენტრის მოწვეული სპეციალისტი

19.07.2022 - კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენცია

შალვა ტაბატაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

რევაზ აფხაზავა, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, კოალიცია „განათლება ყველასათვის“ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი და გამგეობის წევრი.

22.07.2022 - სამეწარმეო კომპეტენცია

გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი; ბიზნეს მედია საქართველოს (BMG) წამყვანი-რედაქტორი

ეკატერინე გეგეშიძე, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯუნიორ ეჩივმენტ (JA) საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

26.07.2022 – მოქალაქეობის კომპეტენცია

ნათია ნაცვლიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი; ევროპის საბჭოს განათლების კომიტეტის ბიუროს წევრი, დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორის მოადგილე.

მაკა ბიბილეიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი; აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

29.07.2022 - სამიზნე კომპეტენციები და პედაგოგის როლი, ბერკეტები და გამოწვევები

ალუდა გოგლიჩიძე კავკასიის უნივერიტეტის  აფილირებული  ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

არჩილ სუმბაძე, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის გამგეობის წევრი; ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აკადემიური დირექტორი.

 

განცხადება