ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები პანდემიის ფონზე

10 ივნისი 2020

   კავკასიის უნივერსიტეტი 

კავკასიის განათლების სკოლა

 

 

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

„ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები პანდემიის ფონზე“

 

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით COVID 19-ით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მთავრობის გადაწყვეტილებით 4 მარტიდან ყველა სასწავლო დაწესებულებაში შეწყდა სასწავლო პროცესი. მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ხოლო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სასწავლო პროცესი დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში გაგრძელდა.

 

სასწავლო პროცესი დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტშიც, მათ შორის კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

 

აღნიშნული პროგრამის მთავარი პრიორიტეტი არის წიგნიერება, რომელიც მოიაზრებს კითხვას და წაკითხულის გააზრების პროცესებს,  მოიცავს წერილობითი ტექსტების გააზრებისა და ამ ტექსტების ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენების უნარებს, რაც, ასევე, ცნობილია, როგორც „კითხვა კეთებისათვის“ (Stiggings, 1982). კითხვის ასეთი ხედვა საუკეთესოდ ერგება თანამედროვე საზოგადოებას, ვინაიდან დღესდღეობით უდიდესი აქცენტი კეთდება მოსწავლეების მიერ წაკითხული ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების უნარზე (Organization for Economic Cooperation and Development, 2010; 2005; 2001). ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სპეციალისტების ყურადღება თავისუფლად კითხვისა და ძირითადი აზრის გაგების უნარიდან წაკითხულის ახალ სიტუაციებსა თუ პროექტებში გამოყენების უნარისკენ ინაცვლებს (Coulombe, Trembly, & Marchand, 2004; Smith, Mikulecky, Kibby, & Dreher, 2000).[1]

 

იმისათვის, რომ  ნათლად დავინახოთ პანდემიის პირობებში წარმოჩენილი ზოგადი განათლების/დაწყებითი საფეხურის პრობლემები საკმარისია წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS - Progress in International Reading Literacy Study) 2016 წლის შედეგების გაცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებლები თითოეული საფეხურის მიხედვით მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს: საქართველოში მცხოვრები მეოთხე კლასელი მოსწავლეების მხოლოდ 2.5%-მა დაძლია PIRLS-ის საერთაშორისო სკალის უმაღლესი საფეხური, მაღალი − 22%-მა, საშუალო − 60%-მა, დაბალი კი − 86%-მა. მოსწავლეთა 14% აღმოჩნდა მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოსწავლეთა 14%-ს დაბალი საფეხურისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულებაც კი გაუჭირდა.

 

თუმცაღა პანდემიამ, გამომდინარე იქიდან რომ გვაიძულა სწავლების ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმზე გადავსულიყავით, კიდევ უფრო მწვავედ დაგვანახა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მომზადების გამოწვევები, რამეთუ თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში, რომელშიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდესი როლი დაეკისრა ციფრულ/ელექტრონულ მედიასა და ინტერნეტს, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა წიგნიერებამ და გაჩნდა ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ციფრული წიგნიერება“ და „ინფორმაციული წიგნიერება“, რომლებიც კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით სწავლისა და მუშაობის კომპეტენციებს მოიაზრებს (ბესელია და პაპავა, 2011). სწორედ ამ კომპეტენციების შეფასების მიზანს ემსახურება ePIRLS - ონლაინ კითხვის ინოვაციური შეფასება.

 

ePIRLS- 2016 წლის რეიტინგულ სიაში საქართველოს ბოლო ადგილი უჭირავს მიღწევის თითოეული საფეხურის მიხედვით და მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს: მოსწავლეთა მხოლოდ 1%-მა შეძლო უმაღლესი საფეხურის შესატყვისი დავალებების წარმატებით შესრულება, მეხუთედმა დაძლია მაღალი საფეხური, თითქმის ორმა მესამედმა საშუალო, მონაწილეთა 86.5%-მა მხოლოდ დაბალი საფეხურის შესაბამისი დავალებების შესრულება შეძლო, 15%-მა კი დაბალ საფეხურზე ნაკლები შედეგი აჩვენა (ცხრილი #5.7).

 

სწორედ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება პროექტი „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები პანდემიის ფონზე“, რომლის მთავარი დევიზი გახლდათ - პანდემია ვაქციოთ ციფრული წიგნიერების კუთხით წარმატებების მიღწევის შესაძლებლობად!

 

პროექტის მიზანი გახლდათ - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მომზადების სისტემის რეფლექცია კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობასა და ციფრული წიგნიერების გამოწვევებზე.

 

საჯარო ლექციებზე დასწრება კავკასიის განათლების სკოლის სტუდენტების გარდა შეეძლო ნებისმიერი უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტს, ასევე აბიტურიენტები და დაწყებითი საფეხური მასწავლებლებს.

 

პროექტის ფარგლებში 12 საჯარო ლექცია ჩატარდა:

 

„ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“.

  • ლადო აფხაზავა - ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, 2019 წლის მსოფლიო მასწავლებლის ჯილდოს ფინალისტი.

2020 წლის 22 აპრილი

 

  • „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“.

გიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული.

2020 წლის 24 აპრილი

https://drive.google.com/file/d/1t3wy8yO7oHUYKoxW5paKHUk9KoB_AmHi/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ონლაინ გაკვეთილებიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პრაქტიკული რჩევები“.

თათა ჭანტურია - ფილოლოგი, წიგნიერების სპეციალისტი( საბაზისო განათლების პროექტი/USAID).

2020 წლის 1 მაისი

https://drive.google.com/file/d/1EI66NefnqmU7ekEt6h-9z6KnFxWUMzys/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – კრიტიკული აზროვნების როლი ციფრულ წიგნიერებაში“.

სიმონ ჯანაშია - განათლების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2020 წლის 5 მაისი

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – კრეატიული აქტივობები ციფრულ სასწავლო პროცესში“.

პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, წიგნიერების ექსპერტი, „თიმბოუთის“ დამფუძნებელი.

2020 წლის 7 მაისი

https://drive.google.com/file/d/1KnA0VhHq96rEVgm0hEKjZ77ervTI7AYZ/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ციფრული ინოვაციების დანერგვის სტრატეგიები და ინსტრუმენტები“.

ელენე ბეთლემიშვილი - გორის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, წიგნიერებისა და ისტ-ის ტრენერი, DG Salt_ის თანადამფუძნებელი.

2020 წლის 13 მაისი

https://drive.google.com/file/d/1qLCCcXxpSJFDtkGq1z3NT41Zt4qiHw-t/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ციფრული შეფასების შესაძლებლობები“.

ეკა ჯელაძე – ტალინის უნივერსიტეტის საინფორმაციო საზოგადოების ტექნოლოგიების დოქტორი, შეფასება განვითარებისთვის პროექტის მენეჯერი/NAEC.

2020 წლის 15 მაისი

https://drive.google.com/file/d/15_GYhggJShzz6V4FsMY90X2CB2EISRs_/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ციფრული განათლების პოლიტიკის ფორმირება“

რეზო აფხაზავა - განათლების მკვლევარი, კოალიცია „განათლება ყველასათვის“ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი და გამგეობის წევრი.

2020 წლის 19 მაისი

https://drive.google.com/file/d/1mbZjCHl4HIcVwe5iW6rKw_Zdi-IeGAHq/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – (უ)თანასწორობა განათლებაში პანდემიის ჭრილში“.

შალვა ტაბატაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

2020 წლის 21 მაისი

https://drive.google.com/file/d/1V4FawOT7viov2ui-RiwohpwATCNtly5O/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ონლაინ სწავლება და რეპეტიტორობა პანდემიის ჭრილში“

ნუცა კობახიძე - საერთაშორისო და შედარებითი განათლების მკვლევარი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.

2020 წლის 27 მაისი

https://drive.google.com/file/d/10n3lvvOb5ALFjFkE32ZpHKR085fqbx8m/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – ციფრული ტექნოლოგიები მათემატიკაში ცნებებზე დაფუძნებული სწავლებისა და საბაზისო უნარების განვითარების მიზნით“

გია ნოზაძე -კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლა-სწავლების დირექტორი.

2020 წლის 2 ივნისი

https://drive.google.com/file/d/1hbiNRF3weOTxlKanSbh9MdXNIlFHem9P/view?usp=sharing

 

  • „დაწყებითი პედაგოგიკა – წიგნიერების გამოწვევები პედაგოგების მომზადება–გადამზადების კონტექსტში“.

ალუდა გოგლიჩიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი..

2020 წლის 5 ივნისი.

https://drive.google.com/file/d/1y2ypi547WcI78Yam3k2bwDzFB6FVSl4G/view?usp=sharing

 

მონაწილეთა შეფასებებისა და გამოხმაურებების გათვალისწინებით კავკასიის განათლების სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტის განხორციელებას.