პროგრამის მიმოხილვა

სწავლის ხანგრძლივობა - 1 წელი

ადგილების რაოდენობა -  25

სწავლების ენა - ქართული

 

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მისიაა არაქართულენოვანი სკოლების სკოლადამთავრებული აბიტურიენტების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ქართული ენის ცოდნისა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის გაგრძელების თანაბარი სასტარტო პირობების შექმნით; პროგრამის სტუდენტთა შემდგომი წარმატების, ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის სხვა აბიტურიენტებთან თანაბარ და სამართლიან პირობებში ჩაყენება. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტის მიერ ენათა ზოგადევროპულ ჩარჩოზე (CEF) დაყრდნობით განსაზღვრული მინიმალური ენობრივი კომპეტენციის სავალდებულოდ დაუფლება, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

სწავლის გაგრძელების პერსპექტივა

 

პროგრამის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე, ნებისმიერი სპეციალობით, ასევე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამზე ქართულ ენაზე. 

 

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის ძირითადი უპირატესობებია:

 

  • პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი;
  • უნიკალური გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების გარანტიები;
  • კომფორტული, ინკლუზიური და თანამედროვედ აღჭურილი ფიზიკური გარემო;
  • სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო და მართვის სისტემა.
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა

 

ქართული ენის შესწავლის პროცესში სტუდენტების მხარდაჭერის, დარგობრივ სპეციფიკაში პრაქტიკული უნარების გაღრმავების, ინტერკულტურული ურთიერთობებისა და  ახლის აღმოჩენის უნარის (სხვა ენა, კულტურა, ახალი ადამიანები თუ ცოდნის ახალი სფერო) გასაუმჯობესებლად სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაიარონ დარგობრივი პრაქტიკა კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში ფაკულტეტების/სკოლების დახმარებით.