მედიცინის სკოლის სტუდენტები სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე

22 მაისი 2026

კავკასიის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს 2 მაისს ჩატარებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა „ულტრასაუნდ აკადემიაში".

 

„ულტრასაუნდ აკადემიის“ დამფუძნებელმა და კლინიკა „ჰოლომედის“ რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფიქროა რეხვიაშვილმა, მონაწილეებს ჩაუტარა პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე: „ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლისა და კანქვეშა ქსოვილების ელასტოგრაფია - TI-RADS, BI-RADS და strain-ანალიზი“.

 

  • ფარისებრი ჯირკვლის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია;
  • სარძევე ჯირკვლის ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ;
  • რბილი ქსოვილების კვლევა და მანიპულაციები.

 

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ელასტოგრაფიის თანამედროვე მეთოდებისა და საერთაშორისო კლასიფიკაციების პრაქტიკული გამოყენების შესახებ.