პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

31 მარტი 2022

 

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა Family Medicine & Primary Care Review გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია Factors influencing medical students’ choice of family medicine 

 

ჟურნალი Family Medicine & Primary Care Review ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 0.9.

იხ. https://www.scopus.com/sourceid/4700152222

 

საქართველოში მცირდება საოჯახო მედიცინის სპეციალიზაციის მიმართ ინტერესი, რაც უარყოფითად აისახება სათანადო კვალიფიკაციის ოჯახის ექიმების რაოდენობაზე. კვლევის მიზანია შეაფასოს სამედიცინო სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა ოჯახის ექიმის პროფესიის მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმის პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: რეზიდენტურის ხანგრძლივობა, პაციენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების უნარი, ოჯახის ან საზოგადოების გავლენა, მედიცინის მრავალი მიმართულებით პაციენტთა პრობლემების გადაჭრის უნარი, სამედიცინო პრაქტიკის სიმარტივე, სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა, სოფლად მუშაობის უპირატესობა და კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსების უნარი. ოჯახის ექიმის პროფესია საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, რაც ძირითადად საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებით არის გამოწვეული. აუცილებელია ოჯახის ექიმის პროფესიის პოპულარიზაცია, დაფინანსების ეფექტური მეთოდების და საოჯახო მედიცინის უწყვეტი პროფესიული განათლების მოქნილი მოდელის დანერგვა.

 

იხილეთ სტატიის ბმული

 

Verulava T. Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017.