დეკანის მიმართვა

მოგესალმებით,

 

გილოცავთ! თქვენ ძალიან კარგ ადგილას მოხვდით!

 

ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერებაა თანამედროვე სამყაროში. ეკონომიკის სწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე და მისთვის უმაღლესი დონის ეკონომისტების არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ განებივრებული ამ სფეროს მაღალი რანგის სპეციალისტებით. ჩემი მიზანია, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია ჩავდო საქართველოში ეკონომიკური და ტექნიკური ცნობიერების ამაღლებაში, ამისთვის ჩვენს უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი - თანამედროვე კამპუსი, უმდიდრესი ბიბლიოთეკა, სასიამოვნო გარემო და პროფესიონალი, პრაქტიკოსი ლექტორები.

 

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სამივე დონის საგანანმანათლებლო პროგრამას, აგრეთვე, თსუ-სთან და გაუსთან ერთად ვახორციელებთ ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ევროპის ოთხ უნივერსიტეტთან ერთად მომზადდა TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტს ბათუმში აქვს ფილიალი და მსურველებს იქაც შეუძლიათ დაეუფლონ ეკონომისტის პროფესიას. ბათუმის ფილიალში მუშაობენ როგორც ადგილობრივი სპეციალისტები, აგრეთვე ჩვენი პროფესორები.

 

წარმატებას გისურვებთ!

 

პატივისცემით,

 

იოსებ ბერიკაშვილი

კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი