პროგრამის სტრუქტურა

სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ყველა სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას. სასწავლო კვირა მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს. სემესტრი შეიძლება მოიცავდეს 2 ან 16 კალენდარულ კვირიან პერიოდს. სემესტრში სასწავლო კვირათა რაოდენობა დგინდება ყველა მიღებისთვის ინდივიდუალურად. 

 

I წელი

II წელი

III წელი

42 ECTS

18 ECTS

4 აკადემიური სემესტრი

სემინარები და მეთოდოლოგიური საგნები

სწავლება-ასისტირების კომპონენტი

დისერტაცია

 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო (60 ECTS კრედიტი) და კვლევითი კომპონენტებისგან (არანაკლებ ოთხი აკადემიური სემესტრი). სასწავლო კომპონენტი მოიცავს  სავალდებულო სასწავლო სემინარებს, მეთოდოლოგიურ საგნებს (34 ECTS კრედიტი), არჩევით სემინარს (6 ECTS კრედიტი) და სწავლება-ასისტენტობის კომპონენტს (20 ECTS კრედიტი). პროგრამაში წარმოდგენილია ორი არჩევითი სემინარი, რომელთაგან დოქტორანტმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. კვლევითი კომპონენტი წარმოდგენილია დისერტაციის სახით. დოქტორანტი დისერტაციის დაცვამდე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კონფერენციაში (წარადგინოს საკონფერენციო ნაშრომი პირადად) სადისერტაციო თემატიკის მიმართულებით.

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკოს ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის კურიკულუმში. 
 
პროგრამის ბროშურა