მიღების წესები

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის პირველ ნაწილზე მიღების წინაპირობაა: ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება; გ) B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება დ) სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

 წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • ნიშნების ფურცელი
  • რეზიუმე
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. ამისათვის, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ან ამ ცოდნის დადასტურება უნდა შეძლოს დიპლომის დანართით;
  • სერტიფიკატი, ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება;
  • აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების ვალდებულებისაგან.

 

საბუთების შემოწმების ეტაპის შემდგომ აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც დგინდება დარგის შესახებ აპლიკანტის საბაზისო ცოდნა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია. აპლიკანტი ფასდება 100 ქულიდან, რომელშიც 60 ქულას წარმოადგენს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის A ტესტის შედეგები, ხოლო 40 ქულა წარმოადგენს მიმღებ კომისიასთან გასაუბრების შედეგს (20 ქულით ფასდება სპეციალობის ცოდნა, ხოლო 20 ქულით აპლიკანტის პრეზენტაბელურობა და სწავლის გაგრძელების მოტივაცია/უნარი). პროგრამაზე სტუდენტის მობილობით გადმოსვლის პროცედურა მიმდინარეობს კანონმდებლობით და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღება -15 ივლისი -  3 სექტემბერი;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 4 სექტემბერი, 2026;
  • CU გრანტის გამოცდა - 7 სექტემბერი, 2026;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება -8-9 სექტემბერი, 2026;
  • საბუთების წარდგენამდე გთხოვთ გაიაროთ 1 წუთიანი ონლაინ რეგისტრაცია. 

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
სტრატეგიული საჯარო მმართველობა 7990 ლარი 3995 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები:

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.