25 ივნისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა.
სიახლეები
ივნ
ბექა დვალის საჯარო ლექცია
12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის საჯარო ლექცია თემაზე - ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკის აფრიკული ვექტორი“.
ივნ
სამეფო კარის თამაშები და საერთაშორისო პოლიტიკა
7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, „დიპლომატთა ახალგაზრდა კლუბის“ ინიციატივით ჩატარდა ლექცია: სამეფო კარის თამაშები საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში.
მაი
CSG-ის შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
28 მაისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის X სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
მაი
CSG-ის დეკანი Nispacee 27-ე ყოველწლიური კონფერენციაზე
24-26 მაისს, პრაღში (ჩეხთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 27-ე ყოველწლიური კონფერენცია - „პოლიტიკის დიზაინიდან პოლიტიკის პრაქტიკამდე“ გაიმართა.
მაი
თამარ კინწურაშვილის საჯარო ლექცია
22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს კათედრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის საჯარო ლექცია
მაი
CSG-ის სტუდენტების ვიზიტი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ნავთლუღის“ ქვესადგურში
17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სათაო ოფისს ესტუმრნენ.
მაი
მეტი ევროპა მთაში
21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის პროექტის „მეტი ევროპა მთაში“ პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მაი
გიორგი ბადრიძისა და ანა წურწუმია-ზურაბაშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია
8 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის გიორგი ბადრიძისა და პოლიტიკის მკვლევრის, ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წარმომადგენლის ანა წურწუმია-ზურაბაშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა.
აპრ
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია
23 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის 2 სამაგისტრო პროგრამას: დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები და საჯარო მმართველობა ხელახალი აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა.