სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

18 ივნისი 2012
თეა ბორჩხაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რეადმისია: შედეგები და პერსპექტივები".

სამაგისტრო ნაშრომის დაცვისას მაგისტრანტმა დეტალურად განიხილა ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმში გადასასვლელად.

იგი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების/უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე არსებული შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დარგობრივი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მისი სამაგისტრო ნაშრომის შეფასებაა A.