ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტთა მონაწილეობა სტუდენტთა ეროვნულ კონფერენციაში

27 ივლისი 2020

3, 4 და 6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინიციატივით, წელს უკვე მეექვსედ, ჩატარდა მაგის­ტ­რა­ნტთა და სტუდენტთა ტრა­დი­ცი­უ­ლი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია  „ჟამ­თა­­აღმწერელი 2020“. კონფერენცია ჩატარდა ონ­ლაინ რეჟიმში Zoom -ის პლა­ტ­ფო­რ­მის გამოყენებით და ის ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებდა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტე­ტის სტუ­დე­ნ­ტე­ბთან ერთად,  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავკასიის უნი­ვე­რ­სი­ტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქა­რ­თ­ვე­ლოს საპა­ტ­რი­ა­რ­ქოს წმი­ნ­და ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები. 

 

კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

სამი დღის მანძილზე, პლენარულ, ისტორიისა და სა­ზო­გა­დო­ე­ბრივი მეცნიერებებისა და განათლების მეცნიერებებათა სექციებზე ოთხი უნივერსიტეტის  31 სტუდენტის  28 მო­ხს­ე­ნება  იქნა მოსმენილი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაზე ნაშრომები წარადგინეს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა:

 

  1. ანა არჩვაძე - ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი - "საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: ნეიტრალიტეტი თუ დასავლეთთან ინტეგრაცია?"  ხელმძღვანელი: დავით ნატროშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი

 

  1. სოფიო ბაქრაძე - ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი- მწვანე შეთანხმება - სამომავლო პერსპექტივა   და გავლენა საქართველოზე".  ხელმძღვანელი  გურანდა ჭელიძე, ისტორიის დოქტორი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი

 

  1. ანი ხუციშვილი - სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი -"ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი". ხელმძღვანელი ფლორა (კესო) ესებუა, სოციოლოგიის დოქტორი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი

 

 

კონფერენციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მოხსენებები დაიბეჭდება სტუდე­ნტურ კრებულში და განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტე­ტის ვებგვერდზე.