CSH-ის პროფესორის საერთაშორისო წარმატება

6 ნოემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ირმა ხაჩიძის კვლევითმა პროექტმა საერთაშორისო კონკურსში - Enlighten Your Research (EYR) გაიმარჯვა.

 

კონკურსი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის (EaPEC 2018) მესამე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა (მოლდოვის რესპუბლიკა, კიშინოვი). 

 

კონკურსზე პროფესორი ირმა ხაჩიძე წარდგენილი იყო პროექტით „თავის ტვინის ელექტრულიაქტივობის კვლევა ნორმასა და პათოლოგიაში უახლოესი ტექნოლოგიების/კომპიუტინგის გამოყენებით.” 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის (EaPEC) საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება.

 

კონფერენციის მიზანია, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების ერთამენთთან დაკავშირება და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა.