CSH საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

20 ივლისი 2023

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები გაიმართა.

 

საბაკალავრო საფეხურზე წარმოდგენილი იყო ევროპისმცოდნეობის, ისტორიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და ქართული ფილოლოგიის, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე - კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი ეტაპის სტუდენტების კვლევითი ნაშრომები.

 

ნაშრომები შეეხებოდა როგორც დარგისთვის დამახასიათებელ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს, ისე ქართული საზოგადოების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევებს. დაცვები სტუდენტების აქტიური ჩართულობის და საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა.