ლექცია ევროპის ისტორიაში

15 მარტი 2013
„საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ნაპოლეონის ეპოქა".

ლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ცნობილი იტალიელ და ფრანგ ხელოვანთა – ჟაკ-ლუი დავიდის, ანტუან გროს, ლუი მილეს, ჟან-ბატისტ იზაბეს, ანტონიო კანოვას, ლორენცო ბარტოლინისა და სხვათა 57 ნამუშევრების ფონზე მიმდინარეობდა.

ლექციას უძღვებოდნენ საგნის ხელმძღვანელი დავით ბრაგვაძე და გამოფენის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე მენთეშაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მუზეუმში გამოფენა "ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში" გაიხსნა. სწორედ ეს გამოფენა გახდა გასვლითი ლექციის ჩატარების საფუძველი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაცია მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობას უხდის პროფესორ ივანე მენთეშაშვილს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექციას.

{phocagallery view=category|categoryid=273|limitstart=0|limitcount=0}