„ევროპული სწავლების სამკუთხედის“ გამოცდილება საერთაშორისო სემინარზე

31 მარტი 2021

           

 

                          

 

29-30 მარტს, Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the Periphery“) ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ონლაინ სემინარი Experiencing Europe, რომელშიც მონაწილეობდნენ მკვლევრები და დოქტორანტები, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის ექსპერტები ევროპის, აშშ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტტიდან.

სემინარზე კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus + ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) კოორდინატორმა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა გურანდა ჭელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე:

 

„ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ - ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ მაგალითზე“

 

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო პროექტის განხორციელების პროცესი და მიღებული შედეგები სამცხე-ჯავახეთის სკოლებში ჩატარებული ვორქშოპების საფუძველზე.

 

სემინარზე წარმოდგენილი იყო საინტერესო კვლევები, აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ევროპის აღქმა, ევროპისა და ევროკავშირის გავლენა პერიფერიის ქვეყნებისა და საზოგადოებების ყოველდღიურობაზე. 

 

სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორ თომას დიესის ლექცია თემაზე: „Ambiguities of Europe: Reimaginations of Identity, Borders and Societal Orders".

 

სემინარის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.