სტუდენტების შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან

11 იანვარი

მათ შორის იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის, სახელმწიფო მართვისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა. მან ისაუბრა საქართველოსა და NATO-ს დაახლოების შესახებ და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

გამოსვლის დასრულების შემდეგ, გენერალურმა მდივანმა პასუხი გასცა ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.