CSH-ის სტუდენტების ორგანიზებული გამოფენა-­გაყიდვა

22 მარტი 2018

პროექტ „კულტურა, როგორც ურთიერთობის ენა" ფარგლებში.ღონისძიება ჩატარდა ბარ - „ჯანდაბარში".

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები შეუერთდნენ ფონდის - „აჰუაჰუ -კულტურის განვითარებისთვის" მიმდინარე პროექტს - „კულტურა, როგორც ურთიერთობის ენა".

სტუდენტები უკვე მეხუთე კვირაა სპეციალურ არტ-თერაპიის სეანსებს უტარებენ პროექტის ბენეფიციარ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

გამოფენისთვის ფართი ფსიქოლოგიის  ერთ-ერთმა სტუდენტმა სრულიად უსასყიდლოდ გამოყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა, მთლიანად  მოხმარდება პროექტში მონაწილე ბავშებს.