კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, გურანდა ჭელიძემ, 2026 წლის ზაფხულში მოიპოვა ვირტუალური მობილობის გრანტი (Virtual Mobility Grant) COST Action CA22124 ECO4ALL ფარგლებში. საგრანტო პროექტი განხორციელდა 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში.
პროექტი - „Developing a Monitoring Framework for Communication and Dissemination Activities within ECO4ALL“ - მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელებისა და აუდიტორიის ჩართულობის შეფასების გაუმჯობესებას, აგრეთვე პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგის პრაქტიკული ჩარჩოს შემუშავებას.
სამუშაოს შედეგად შემუშავდა საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგის ჩარჩო, შესაბამისი ინდიკატორები, ანგარიშგების მექანიზმი და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს შედეგების სისტემურ შეფასებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დაგეგმვასა და სამომავლო საქმიანობის გაუმჯობესებას.
გრანტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში დამტკიცებულია, ხოლო მიღებული შედეგები ECO4ALL-ის შესაბამის სამუშაო ჯგუფს წარედგინა. აღნიშნულმა სამუშაომ შექმნა შესაძლებლობა მიღებული გამოცდილებისა და შედეგების გაზიარებისთვის, პროფესიული უკუკავშირის მიღებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
შემუშავებული ჩარჩო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოქმედების ECO4ALL-ისთვის, არამედ სხვა საერთაშორისო კვლევითი და თანამშრომლობითი პროექტებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების, კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და მიღწეული შედეგების გავლენის უფრო სისტემური წარმოჩენის საკითხებით.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის უნივერსიტეტის მონაწილეობას საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობაში და მის წვლილს ევროპულ კვლევით ქსელებში ცოდნის განვითარებისა და გაზიარების პროცესში.
