17 ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, კლინიკური ფსიქოლოგიის და კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
17 ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, კლინიკური ფსიქოლოგიის და კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
11-12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST ECO4ALL მმართველი კომიტეტის წევრთა შეხვედრაში MC2 პორტოში.
21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია - საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში პოლიტიკოსთა არალიბერალური დისკურსების შესახებ.
20 ივნისს, გამომცემლობა „დიოგენესთან“ თანამშრომლობით, გაიმართა ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
13 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტმა “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე” საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. სამეცნიერო ფორუმი 12 ივნისს გაიხსნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ორ უნივერსიტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორია მადრიდის კომპულტენსეს უნივერსიტეტი.
გურანდა ჭელიძისა და ეკა ქარდავას სტატია ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებად იმპაქტფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალში “TalTech Journal of European Studies” გამოქვეყნდა.
4 ივნისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ოლივიე დუვილის საჯარო ლექცია თემაზე - „ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის საფუძვლები და აქტუალობა“.
2024 წლის, 31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
2024 წლის, 29 მაისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორის მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სალექციო კურსის „განათლების სოციოლოგიის" ფარგლებში, სტუმრის საათის სტატუსით, სოციოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებს ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი და კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA (ფინანსებში) მაგისტრი დავით ცირამუა.
9 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით, ევროპის დღეების ფარგლებში, ფოტოკონკურსი - „ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“ - გაიმართა.