მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მენტალური თერაპიის დარგში მსოფლიოში ფართოდ დანერგილი არტთერაპიული მეთოდი და მოამზადოს კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტები არტთერაპიის სპეციალიზაციით.
არტთერაპიის მეთოდის გამოყენებით პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს ახალი, ეფექტური კომპონენტის შეტანას მენტალური თერაპიის პრაქტიკაში. მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგისა და საზოგადოების განვითარებაში.
კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ყველგან, სადაც არის ფსიქოთერაპევტის/არტთერაპევტის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების საჭიროება:
- მენტალური ჯანმრთელობის ღია და დახურული ტიპის დაწესებულებები,
- ბავშვთა ჰოსპისი,
- ონკოლოგიური კლინიკები,
- პალიატიური ზრუნვის ცენტრები,
- პენიტენციალური სისტემა,
- შშმ პირთა გაერთიანებები,
- უმაღლესი სასწავლებლები და ზოგადსაგანმანათლებო სკოლები,
- არასამთავრობო ორგანიზაციები.
კლინიკური არტთერაპიის პროგრამის ხელმძღვანელია ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „კამარა“, დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი; ამერიკული კლინიკის საერთაშორისო ქსელის - „ლივინგ მუზეუმი“, წარმომადგენელი საქართველოში; არტთერაპევტი.