მიღების წესები

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შესაბამისი პროგრამისთვის რელევანტრი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა, რაც მოიცავს ინგლისურის გააზრებასა და წერის კომპონენტს B2 დონის შესაბამისად1- ნიმუში;
  • კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა2

 

1 აპლიკანტი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან იმ შემთხვევაში თუ  წარმოდგენილი არის ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAE, TOEIC, FCF (Grades A, B), CPE და სხვ. მათი ვალიდურობის დადასტურების შემთხვევაში). თუ წარმოდგენილი დიპლომის დანართი ადასტურებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნას ან აპლიკანტს დამთავრებულის აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამა თავისუფლდება ინგლისური ენის სერტიფიკატის წარმოდგენისა და ინგლისურ ენაში შიდა საუნივესიტეტო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.  

 

2 საბუთების შემოწმების ეტაპის შემდეგ აპლიკანტები გასაუბრებას გაივლიან კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიმღებ კომისიასთან. კომისია აპლიკატებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

 

  • განათლების პოლიტიკის ანალიზისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მოტივაცია;
  • ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და კომუნიკაციის უნარები;
  • საბაკალავრო ან სხვა საგანმანათლებლო გამოცდილებაზე რეფლექსიის უნარი;
  • განათლების სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება თანაბარი კვალიფიკაციის პირობებში) პროგრამაზე სტუდენტის მობილობით გადმოსვლის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლის პროგრამის დირექტორი და სკოლის დეკანი ზემოთ დათქმული პირობების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება სტუდენტის მობილობის შესახებ ფორმდება კავკასიის უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • NAEC-ის ბარათი; 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე);
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • CV / რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 400 სიტყვისა და არა უმეტეს 600 სიტყვისა);
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2 სექტემბერი, 2026;
  • საბუთების მიღების ბოლო ვადა - 4 სექტემბერი, 18:00 საათი, 2026;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან - 7 სექტემბერი, 2026;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთახვევაში) 8 სექტემბერი, 2026;
  • გამოცდა CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის - 8 სექტემბერი, 2026;

 

სწავლის საფასური და დაფინანსება: 

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი 6990 ლარი 3495 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.