ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.
პროგრამაში 120 ECTS კრედიტი ეთმობა ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების შესწავლას, რომელიც მოიცავს ზოგად-სახელოვნებო კომპეტენციის განმავითარებელ თეორიულ, ისტორიულ საგნებს. სასწავლო კურსებში აქტიურად არის ინტეგრირებული სასწავლო ვიზიტები ისტორიული ძეგლების მონახულების და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების ცოცხალ საექსპოზიციო სივრცეში დათვალიერების მიზნით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამაში 60 ECTS კრედიტი ეთმობა თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო და არჩევით სასწავლო კურსებს. კერძოდ:
- 28 ECTS კრედიტი ეთმობა ზოგად-საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსებს;
- 20 ECTS კრედიტი ეთმობა ინგლისურ ენას;
- 12 ECTS კრედიტი ეთმობა თავისუფალი კომპონენტის არჩევით სასწავლო კურსებს, რომელთა შესწავლაც სტუდენტს გადასცემს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნას და აფართოებს მის თვალსაწიერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში.
იხილეთ პროგრამა.