პროგრამის მიმოხილვა

ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა: მისანიჭებელი კვალიფიკაცია -    ევროპისმცოდნეობის ბაკალავრი

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებას ევროპისმცოდნეობაში, რომლებსაც ექნებათ ფართო თეორიული ცოდნა ევროპისმცოდნეობის ძირითადი თავისებურებების, პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ. პროგრამა მიზნად ისახავს ევროპისმცოდნეობის საკვანძო საკითხების შესწავლას ისტორიულ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან სინთეზში, რაც სტუდენტებს საკუთარი თუ უცხო ქვეყნების სპეციფიკის ხედვისა და ანალიზის უნარს გამოუმუშავებს.

 

შესაბამისად, ევროპისმცოდნე სპეციალისტების პროფესიული უნარების გამოყენების სპექტრი ფართოა. მოცემული კვალიფიკაცია ითვალისწინებს მუშაობას ისეთ ორგანიზაციებში, რომელთაც აქვთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. კურსდამთავრებულს შეუძლია შეასრულოს მთარგმნელის, კონსულტანტის, რეფერენტის, დიპლომატის, მეცნიერ-თანამშრომლის, ასევე ექსპერტის ფუნქცია საჯარო უწყებებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, წარმომადგენლობებსა და კულტურულ ცენტრებში საზღვარგარეთ, უცხოურ და ადგილობრივ კომერციულ კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ერთობლივ საწარმოებში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.