პროგრამის მიმოხილვა

ისტორია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში

 

ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი ისტორიული განათლების მიცემა (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ისტორიის ცოდნა) და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის და პროფესიული უნარების მქონე ისტორიის სპეციალისტების მომზადება.

 

საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ძირითად საკითხებს სტუდენტები შეისწავლიან ინტეგრირებულად, რაც მათ საკუთარი თუ უცხო ქვეყნების ისტორიის ხედვის და შედარებითი ანალიზის, ასევე ისტორიის კრიტიკულად გააზრების უნარებს გამოუმუშავებს.

 

სტუდენტები გაივლიან სამუზეუმო, საარქივო, არქეოლოგიურ (საველე), ეთნოლოგიურ (საველე) პრაქტიკას.