პროგრამის მიმოხილვა

ფსიქოლოგია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ფსიქოლოგიის ბაკალავრი

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეიძენს საბაზისო ცოდნას ფსიქოლოგიის სფეროში, რომელიც მოიცავს:

 

  • ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარების ისტორიას
  • ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს
  • კვლევის მეთოდებს
  • ფსიქოლოგიის ძირითად დარგებს (სოციალური, პიროვნების, განვითარების, განათლების, კლინიკური და სხვ.)

 

პროგრამით გათვალისწინებულია გაღრმავებული სწავლების (კონცენტრაციის) შესაძლებლობა სამი მიმართულებით: კლინიკური ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვა და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს განათ­ლე­ბის, ჯან­დაცვის, მართვის, ბიზნესის, მოსახლეობის სოციალური დახმარების სფეროში და სხვ. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს კვლევითი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრები; ტრენინგის ცენტრები; ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრები; სპეციალიზებული საბავშვო დაწესებულებები (საბავშვო ბაღი და სკოლა), სარეკლამო და PR ინდუსტრია, საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრები, კერძო პრაქტიკა და სხვ.